ყველა დედა დამეთანხმება, რომ პატარებთან ერთად ცხოვრება განუწყვეტლივ გადარბენებს ნიშნავს. იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ოდნავ საინტერესო მაინც გავხადოთ, გეგმებში ყოველთვის ვამატებთ ხოლმე რამდენიმე ოჯახურ მოგზაურობას — ცხოვრება ხომ ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ არ ვიმოგზაუროთ. დარწმუნებული ვარ, ეს ქაოსი თქვენთვისაც ნაცნობია: ბავშვების დევნა ტერმინალებში, ერთდროულად ტანსაცმლის, საჭმლის, დამტენების ხელით თრევა და მცდელობა, როგორღაც მაინც მობილიზებულები გამოვჩნდეთ. ვიცოდი, რომ ჩანთა აუცილებლად უნდა გამომეცვალა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემი მოგზაურობის ყველა ასპექტს შეცვლიდა.
აბა, მზად ხარ? წარმოგიდგენთ ჩემს საყვარელ VoyagePro-ს ,,ყველაფერი ერთში’’ ხელბარგს მკვეთრ ვარდისფერ ფერში (დიახ, ეს ნამდვილი სანახაობაა). ერთხელ რომ წავიღე სამოგზაუროდ, მას შემდეგ უკან აღარც მომიხედავს. აი, როგორ აქცია ამ დახვეწილმა, ჭკვიანმა პატარა ჩემოდანმა ჩემი მგზავრობის დღეები ნაკლებად ქაოტურ და უფრო სასიამოვნო, კომფორტულ გამოცდილებად.